ცნობილია - ვის შეხვდება "რეალი" ესპანეთის სუპერ თასის ფინალში

ცნობილია - ვის შეხვდება "რეალი" ესპანეთის სუპერ თასის ფინალში

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ მადრიდის "რეალი" ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალურ ეტაპზე "ბარსელონას" დაუპირისპირდა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა და საბოლოოდ დამატებით დროში ფედე ვალვერდეს მიერ გატანილი გოლით, 3:2 დასრულდა.

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მატჩი მადრიდის "ატლეტიკოსა" და "ბილბაოს" შორის, სადაც სამეფო კლუბის მეტოქე გაირკვა.

გუნდებს შორის შეხვედრა დაძაბული აღმოჩნდა - ანგარიში "როხიბლანკომ" უნაი სიმონის ავტოგოლით, 62-ე წუთზე გახსნა, რასაც 4-წუთიან შუალედში იერაი ალვარესისა და ნიკო უილიამსის გოლები მოჰყვა.

საბოლოოდ, ესპანეთის სუპერ თასის ფინალური ეტაპის საგზური ბასკებმა მოიპოვეს.

"რეალსა" და "ბილბაოს" შორის შეხვედრა 16 იანვარს გაიმართება.

1 კვირის წინ
264 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ