3 ეპიზოდი, სადაც ბენზემამ "ელ კლასიკოში" არაჩვეულებრივად ითამაშა

3 ეპიზოდი, სადაც ბენზემამ "ელ კლასიკოში" არაჩვეულებრივად ითამაშა

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ესპანეთის სუპერთასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში "ელ კლასიკო" ვიხილეთ.

მატჩი მეტად საინტერესო და ბოლო წუთამდე დაძაბული იყო, მაგრამ გამარჯვება, მაინც მადრიდის "რეალმა" მოახერხა.

"ბლანკოსის" მხრიდან გოლების გატანა ვინისიუს ჟუნიორმა, კარიმ ბენზემამ და ფედე ვალვერდემ მოახრეხეს.

ახლა გთავაზობთ, სამ ეოიზოდს, სადაც კარიმმა გუშინდელ დაპირისპირებში არაჩვეულებრივად ითამაშა.

1. მნიშვნელოვანი წართმევა და ასისტი

შეხვედრის 25-ე წუთზე მოედნის ცენტრში ბურთით კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანი სერხიო ბუსკეცი იმყოფებოდა.

მადრიდელთა ფრანგი შემტევი ესპანელს უკნიდან მიეპარა, უჯარიმოთ ბურთიც წაართვა და საგოლე პასიც გაკეთა.

2. მეტოქის ჩამოშორება და სახიფათო დარტყმა

მატჩის 69-ე წუთზე "ბლნაკოსი" "ბარსელონას" კარის მიმართულებთ მორიგ კონტრ-შეტევაზე წამოვიდა.

მარჯვენა ფლანგიდან როდრიგომ ბენზემას კატალონიელთა საჯარიმოში არაჩვეულებრივი პასი გაუკეთა.

ფრანგმა ცრუ მოძრაობით რონალდ არაუხო ჩამოიტოვა და სუსტი ფეხით დაარტყა, თუმცა "ბლაუგრანა" ძელმა იხსნა.

3. ბენზემას გოლი

წინა სახიფათო მომენტიდან მალევე შეხვედრის 72-ე წუთზე კარიმმა კვალვ სახიათოდ დაარტყა, თუმცა "ბარსას" გადარჩენა ამჯერად ტერ შტეგენმა მოახერხა.

მარჯვენა ფლანგზე მეკარის მიერ მოგერიობულ ბურთს დანი კარვახალი დახვდა, რომელმაც საჯარიმოში დაბალი პასი გააძვრინა. ამ გადაცემას კი ბენზემა დახვდა და შეტევა გოლით დაასრულა.

1 კვირის წინ
240 / 0
Nika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ