ამას არავინ ელოდა - კრიშტიანუ რონალდუს "ბარსელონას" შესთავაზებენ

ამას არავინ ელოდა - კრიშტიანუ რონალდუს "ბარსელონას" შესთავაზებენ

"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელი მეგავარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს სახელი "ბარსელონასთან" მიმართებაში კიდევ ერთხელ გაჟღერდა.

Sport-ის ინფორმაციით, რონალდუმ თავის აგენტ ჟორჟე მენდეშს დაავალა, ახალი კლუბი მოძებნოს.

ამის მიზეზად გამოცემა იმას წერს, რომ 36 წლის თავდამსხმელი "ემიუს" წარუმატებლობით დაიღალა.

წყაროს თანახმად, მენდეშს "ბარსას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.

სწორედ ამის გამო, სულაც არაა გამორიცხული, პორტუგალიელი "ბლაუგრანას" შესთავაზონ.

შეგახსენებთ, რომ ესპანური პრესის მიხედვით, კრიშტიანუმ "ბარსას" თავი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისასაც შესთავაზა, თუმცა კლუბმა მის დამატებაზე უარი განაცხადა.

მიმდინარე სეზონში რონალდუმ 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 14 გოლი და გააკეთა 3 ასისტი.

1 კვირის წინ
5636 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ