4 ეპიზოდი, სადაც მილიტაომ მის შესაძლებლობებში კვლავ დაგვარწმუნა

4 ეპიზოდი, სადაც მილიტაომ მის შესაძლებლობებში კვლავ დაგვარწმუნა

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ მადრიდის "რეალი" "ალკოიანოს" ესტუმრა და ანგარიშით 3-1 დაამარცხა.

ამ შეხვედრაში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად "ბლანკოსის" მცველი ედერ მილიტაო დასახელდა.

მართლაც, ბრაზილიელმა ამ დაპირისპირებაში კარგად ითამაშა გუნდი გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა.

ახლა კი გთავაზობთ, ოთხ მიზეზს თუ რატომ გახდა იგი შეხევდრის საუკეთესო მოთამაშე.

1. მნიშვნელოვანი ბლოკირება

მატჩის მეცხრე წუთზე მასპინძლები მარჯვენა ფრთიდან უტევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ იქ ალაბა და მარსელო იმყოფებოდნენ, საჯარიმოში დაბალი პასი მაინც გაძვრა, თუმცა დაზღვევაზე მილიტაომ არაჩვეულებრივად ითამაშა და დანი ვეგას დარტყმა დაბლოკა.

2. გატანლი გოლი

მატჩის 39-ე წუთზე როდრიგომ კუთხური მოაწოდა, რის შემდეგაც მილიტაო ყველაზე მაღლა ახტა, მეორე სართულზე ბრძოლა მოიგო და თავისი გუნდიც დააწიანურა.

3. არაჩვეულებრივი დრიბლინგი

50-ე წუთზე, როდესაც "ბლანკოსს" შანსების შექმნა ძალიან უჭირდა, ბრაზილიელმა მცველმა ბურთიანად მეტოქის ნახევარზე გადასვლა გადაწყვიტა.

ეს ყველაფერი კი მას არაჩვეულებრივადა გამოუვიდა, ცრუ მოძრაობებით ორ მოთამაშესაც გაექცა და თავის გუნდს სახიფათო ჯარიმაც მოუტანა.

4. მოწინააღმდეგის შეტევის ჩაშლა და კონტრ-შეტევის წამოწყება

78-ე წუთზე მილიტაომ "ალკოიანოს" შეტევა ჩაშალა და უმნიშვნელოვანესი კონტრ-შეტევა წამოიწყო.

ბრაზილიელმა მცველმა თავის თანამემამულე როდრიგოს ძალიან კარგი პასი გაუკეთა, მან კი ბურთი აზარს გადააწოდა, ედენმა ასენსიოს და ამ უკანასკნელმა ეს კონტრ-შეტევა გოლით დაასრულა.

2 კვირის წინ
204 / 0
Nika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ