რაულმა პირველი ალმასი აღმოაჩინა: "ის ძალიან ბევრს მიაღწევს"

რაულმა პირველი ალმასი აღმოაჩინა: "ის ძალიან ბევრს მიაღწევს"

მიგელ ბაეზა მადრიდის "რეალის" ახალგაზრდული გუნდის უდაო ლიდერია. პოზიციით შემტევ ნახევარმცველს ჩემპიონატის 25 ტურის გასვლის შემდეგ 19 წლის ფეხბურთელს უკვე 9 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაშიც იბრძვის.

ბაეზა რაულის ერთ-ერთი აღმოჩენაა. ახალგაზრდა ფეხბურთელი "კასტილიაში" სწორედ გონსალეს ბლანკოს დანიშვნის შემდეგ დაწინაურდა და ისიც გაცემულ ავანსებს ამართლებს.

თავად რაულმა ნიჭიერ ნახევარმცველს უდიდესი მომავალი უწინასწარმეტყველა.

"მისი მონდომება, ხასიათი, მუდმივი წყურვილი განვითარებისკენ. ეს თვისებები უკვე იკვეთება ბაეზაში."

"მან თავდაჯერებულობა მოიმატა და მინდორზე შეუჩერებელია. მისი მისამართით უფრო და უფრო დიდი მოთხოვნები წამოვა, რადგან, დარწმუნებული ვარ, ბაეზა ძალიან ბევრს მიაღწევს." - აცხადებს რაული.

9 თვის წინ
750 / 0
RAMOS
poll გამოკითხვა

რომელმა ფეხბურთელმა უნდა შეასრულოს საჯარიმო დარტყმები?

სერხიო რამოსმა
ლუკა მოდრიჩმა
ტონი კროოსმა
ედენ აზარმა
სულ პასუხები: 73
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

რამოსი, ვალვერდე.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ