logo

ზიდანი: "ეს არის "რეალის" წარმატების მთავარი ფაქტორი, ყველაფერი მან შეცვალა"

ზიდანი: "ეს არის "რეალის" წარმატების მთავარი ფაქტორი, ყველაფერი მან შეცვალა"

ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის შეხვედრაში მადრიდის "რეალმა" სტუმრად "ეიბარი" 4:0 დაამარცხა.

ეს "რეალისთვის" ზედიზედ მეორე გამარჯვება იყო და უკვე 4 მატჩია გუნდი გოლს არ უშვებს.

მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ მედიასთან კომენტარი "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა.

"ვიშრომეთ და შედეგიც სახეზეა, უამრავი ასპექტი გამოვასწორეთ. გუნდი სწორ გზას ადგას".

"მალიორკასთან" ვერ მოგებულმა შეხვედრამ ბევრი რამ შეცვალა, ეს გადამწყვეტი მომენტი იყო, რომელმაც სწორი დასკვნების გამოტანის საშუალება მოგვცა".

"ფედე ვალვერდეს თამაშით ბედნიერი ვარ. როდესაც ის ბურთს იღებს, ყველაფერს იდეალურად აკეთებს".

"აზარი რეალისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მან პირველად ტაიმში შესანიშნავად ითამაშა". - განაცხადა ზიდანმა.

10 თვის წინ
1211 / 0
Beka
poll გამოკითხვა

ვინ არის 2019/20 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი?

ბენზემა
ვალვერდე
რამოსი
კროოსი
კურტუა
სხვა
სულ პასუხები: 596
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკო ასენსიო, ისკო, აზარი.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ