როგორ გამოეხმაურა ბენზემა ოქროს ბურთის შედეგებს

როგორ გამოეხმაურა ბენზემა ოქროს ბურთის შედეგებს

როგორც იცით, "France Football-ის“ ვერსიით, 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის, კარიმ ბენზემამ მე-4 ადგილი დაიკავა.

ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონიის დასრულების შემდეგ, ფრანგი თავდამსხმელი საკმაოდ აქტიური იყო სოციალურ ქსელებში.

თავდაპირველად, "რეალის" შემტევმა მცირე მიმართვა გაავრცელა Twitter-ის საშუალებით: „მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერს. მე თქვენთვის ვთამაშობ ფეხბურთს."

მოგვიანებით, კარიმმა Instagram-ზე თანაგუნდელ ანდრეი ლუნინის პოსტი გააზიარა, სადაც იგი აღნიშნავს, რომ ბენზემა 1-ლია და არა მე-4.

შეგახსენებთ, რომ მესამე, მეორე და პირველი ადგილები ჟორჟინიომ, ლევანდოვსკიმ და ლიონელ მესიმ დაიკავეს.

1 თვის წინ
311 / 0
Gurika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ