"პსჟ" მბაპეს დათმობას არ აპირებს - ნასირ ალ-ხელაიფის კომენტარი

"პსჟ" მბაპეს დათმობას არ აპირებს - ნასირ ალ-ხელაიფის კომენტარი

მიუხედავად იმისა, რომ კილიან მბაპე მოქმედ კლუბთან კონტრაქტს არ ახანგრძლივებს, პარიზელები მაინც არ ეგუებიან აღნიშნულ ფაქტს.

ბოლო თვეების განმავლობაში, ფრანგმა ფეხბურთელმა რამდენჯერმე განუცხადა უარი ხელმძღვანელობას. მას 2022 წლის 30 ივნისის შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსით აქვს განზრახული „პსჟ“-ს რიგების დატოვება.

 ოქროს ბურთის ცერემონიის დასრულების შემდეგ პრეზიდენტ ნასირ ალ-ხელაიფის კომენტარი მოწმობს, რომ ფლორენტინო პერესს დიდი ბრძოლა მოუწევს ტრანსფერის დასადასტურებლად: „ჩვენ ვამაყობთ მესით. ეს არის მე-7 ჯილდო მისთვის, ხოლო 1-ლი ჩვენთვის და იმედია არა უკანასკნელი, ვინაიდან სხვა დიდებული ფეხბურთელებიც ირიცხებიან შემადგენლობაში. კილიან მბაპეს უნდა ოქროს ბურთის აღმართვა“ - განაცხადა შეიხმა.

როგორც ჩანს, პარიზელები მბაპეზე ზეწოლის შანსს ხელიდან არ უშვებენ, სამეფო კლუბის წარმომადგენლები მასთან მოლაპარაკებების დაწყებას პირველი იანვარიდან აპირებენ.

1 თვის წინ
331 / 0
Gurika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ