რონალდუ განრისხებულია - "ტყუილი თქვეს და ჩემი სახელი გამოიყენეს"

რონალდუ განრისხებულია - "ტყუილი თქვეს და ჩემი სახელი გამოიყენეს"

გასულ კვირას, პასკალ ფერეს თქმით, კრიშტიანუ რონალდუმ მას საიდუმლო გაუმხილა და უთხრა, რომ მისი კარიერის მთავარი მიზანი ლეო მესიზე მეტი ოქროს ბურთის მოგროვებაა.

სულ ცოტა ხნის წინ, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ეს ინფორმაცია სასტიკად უარყო და ვრცელი პოსტიც გამოაქვეყნა.

"დღევანდელი ფიასკო ასახავს პასკალ ფერეს სიტყვებს გასული კვირიდან, როცა მან თქვა, რომ თითქოს ჩემი ერთადერთი ამბიციაა კარიერის ბოლოს ლიონელ მესიზე მეტი ოქროს ბურთი მქონდეს.

პასკალ ფერემ ტყუილი თქვა, ჩემი სახელი გამოიყენა სათავისოდ და საკუთარი ნაშრომების პოპულარიზაციისთვის.

მიუღებელია, რომ ასეთი პრესტიჟული ჯილდოს გადაცემაზე პასუხისმგებელი ადამიანი ტყუილს ამბობს, მიუხედავად France Football-ის და Ballon d'Or-ის დიდი პატივისცემისა.

დღეს ის ისევ მოიტყუა და გალაში ჩემი არ ყოფნა კარანტინს დააბრალა.

მე ყოველთვის ვულოცავ გამარჯვებულს, სრული სპორტული პატივისცემითა და სამართლიანი თამაშით კარიერის დაწყებიდან მოყოლებული. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მე არავის წინააღმდეგი არ ვარ.

მე ყოველთვის ვიგებ ჩემთვის და იმ კლუბისთვის, რომელსაც წარმოვადგენ. მე ვიგებ ჩემთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წარმატებას მისურვებენ. მე არავის საწინააღმდეგოდ არ ვიგებ.

ჩემი კარიერის მთავარი ამბიცია არის მოვიგო ტიტულები ნაკრებში და კლუბში, რადგან მე სწორედ მათ წარმოვადგენ. ჩემი ყველაზე დიდი ამბიცია არის ვიყო კარგი მაგალითი იმათთვის, ვისაც სურს გახდეს პროფესიონალი ფეხბურთელი. ჩემი კარიერის ყველაზე დიდი ამბიციაა ჩემი სახელი ოქროს ასოებით ჩავწერო ფეხბურთის ისტორიაში.

მე დავასრულებ იმით, რომ ფოკუსირებული ვარ მანჩესტერ იუნაიტედის შემდეგ მატჩზე და ჩემს თანაგუნდელებთან, ქომაგებთან ერთად ისევ შეგვიძლია ამ სეზონის დაპყრობა.

დანარჩენი? დანარჩენი უბრალოდ დანარჩენია..", - წერს რონალდუ სოციალურ ქსელში.

8 თვის წინ
545 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ