ანჩელოტი: "მე რომ რონალდუ მყავდეს, მას ასე გამოვიყენებდი"

ანჩელოტი: "მე რომ რონალდუ მყავდეს, მას ასე გამოვიყენებდი"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ Corriere dello Sport-თან ინტერვიუში კრიშტიანო რონალდუს შესახებ ისაუბრა.

"მე რომ რონალდუ ჩემს გუნდში მყავდეს, მას სხვანაირად გამოვიყენებდი. შევისწავლიდი, თუ როგორ მივაწოდოთ მას ბურთი უფრო ხშირად და უკან სირბილით მას არ დავტვირთავდი.

ასეთივე ფეხბურთელი არის იბრა. ორი ტიპის ფეხბურთელები არსებობენ, ერთ მათგანს მატჩის ბედის შეცვლა შეუძლია, ხოლო მეორემ მთელი მატჩი უნდა ირბინოს."- განაცხადა ანჩელოტიმ.

რონალდუს მიმდინარე სეზონი საკმაოდ წარმატებული აქვს, მან 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლი გაიტანა, საიდანც 6 ჩემპიონთა ლიგაზე მოდის.

1 თვის წინ
384 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ