რა ხდება მბაპეს გარშემო - Marca განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

რა ხდება მბაპეს გარშემო - Marca განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

გავლენიანი გამოცემის, Marca-ს ცნობით, "პსჟ"-ს თავდამსხმელს, კილიან მბაპეს მადრიდის "რეალში" გადასვლა გადაწყვეტილი აქვს. ფრანგის მიერ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას არაფერი შეცვლის.

არც ლიონელ მესის კლუბში გადასვლა და არც ზინედინ ზიდანის შესაძლო დანიშვნა "პსჟ"-ს მწვრთნელის პოსტზე არ აიძულებს მბაპეს უარი თქვას "სამეფო კლუბში" თამაშზე.

კილიანს იზიდავს სპორტული პროექტი, რომელსაც ის მიიღებს მადრიდის "რეალში". მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ამ საკითხში აღარაფერი შეიცვლება.

მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელები მოქმედების დაწყებას 1 იანვარს ელოდებიან. მიმდინარე სეზონში 22 წლის თავდამსხმელმა "პსჟ"-ში ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.

5 დღის წინ
213 / 0
Gurika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ