"გაჩერებას არ ვაპირებთ" - კარვახალმა შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა

"გაჩერებას არ ვაპირებთ" - კარვახალმა შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა

მადრიდის "რეალის" მარჯვენა მცველმა, დანიელ კარვახალმა „შერიფთან“ მატჩის შემდეგ, კომენტარი გააკეთა.

„მოხარულნი ვართ გამარჯვებით და კარის მშრალად შენახვით. ვიმედოვნებთ, რომ მსგავს ტემპში გავაგრძელებთ.

მწვრთნელმა არა ერთხელ აღნიშნა და მეც გავიმეორებ, კაზემიროს, მოდრიჩისა და კროოსის ტრიო საუკეთესოა. ისინი თითოეულ მატჩში ამტკიცებენ ამას.

შედეგით კმაყოფილნი ვართ, თუმცა გაჩერებას არ ვაპირებთ. წინ საკმაოდ რთული კალენდრის გადალახვა მოგვიწევს. ვეცდებით, რაც შეიძლება მეტი ქულა მოვიპოვოთ.“ - განაცხადა კარვახალმა.

5 დღის წინ
109 / 0
Gurika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ