კროოსის პირველი კომენტარი გუშინდელი შეხვედრის შემდეგ

კროოსის პირველი კომენტარი გუშინდელი შეხვედრის შემდეგ

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა "შერიფთან" გამარჯვების შესახებ ისაუბრა, აღსანიშნავია, რომ გერმანელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

„როგორც ჩემი თანაგუნდელები, მეც კარგად ვგრძნობ თავს. ამ კოლექტივის განუყოფელი ნაწილი ვარ და შესაბამისად ყოველთვის ვცდილობ ბოლომდე დავიხარჯო. ინდივიდუალურ ჯილდოებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, მთავარია გუნდის გამარჯვება.

საწყისი 15-20 წუთი ცოტა გაგვიჭირდა, თუმცა შემდეგ მთლიანად ავიღეთ სადავეები ხელთ. არა ერთი შანსი შევქმენით და 3 გოლიც გავუტანეთ მეტოქეს. ვფიქრობ, დამსახურებული მოგება ჩავიწერეთ აქტივში.

რთული კალდენარი გველოდება წინ. უხერხულ მოწინაღმდეეგბთან მაქსიმალური მოტივაცია გვმართებს, სხვა შემთხვევაში დავმარცხდებით. ჩვენი ფიზიკური შესაძლებლობები მოწოდების სიმაღლეზეა" - განაცხადა კროოსმა.

5 დღის წინ
115 / 0
Gurika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ