კარლო ანჩელოტის პირველი კომენტარი "შერიფთან" გამარჯვების შემდეგ

კარლო ანჩელოტის პირველი კომენტარი "შერიფთან" გამარჯვების შემდეგ

მადრიდის "რეალის" სპეციალისტმა, კარლო ანჩელოტიმ „შერიფთან“ მოგებული მატჩის შემდეგ მედიასთან ისაუბრა.

„გუნდის დინამიკა ძალიან კარგია. ფეხბურთელებს შორის შესანიშნავია ჰარმონია სუფევს. ისინი თავს კარგად გრძნობენ და რაც მთავარია, მოტივირებულნი არიან 

როდესაც კროოწის მოწოდების სიმაღლეზე გამოიყურება, მწვრთნელიც სიმშვიდეს ინარჩუნებს. მის მსგავსად ვერავინ ეპყრობა ბურთს. გერმანელმა ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.

როდრიგო ნაყოფიერად გამოიყურებოდა. მან მოდრიჩთან ერთად ბალანსი შექმნა მარჯვენა ფრთაზე. ის საკმაოდ ახალგაზრდა და დიდი ნიჭის მქონე მოთამაშეა.

ბენზემა მხოლოდ თამაშზეა ფოკუსირებული და სხვა არაფერზე. მან მორიგი კარგი შეხვედრა ჩაატარა.

ნაჩო პროფესიონალი ფეხბურთელია. ესპანელი მცველი იმსახურებს სათამაშო წუთებს. ყოველთვის შემიძლია მქონდეს მისი იმედი.“ - განაცხადა ანჩელოტიმ.

5 დღის წინ
196 / 0
Gurika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ