ალაბამ გუშინ ტრავმა მიიღო - როგორია დაზიანების სიმძიმე

ალაბამ გუშინ ტრავმა მიიღო - როგორია დაზიანების სიმძიმე

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ, მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში "შერიფი" დაამარცხა, ანგარიშით 0-3.

"სამეფო კლუბის" პირველი გოლი 30-ე წუთზე ალაბამ გაიტანა, თუმცა 65 წუთზე მან მოედანი დატოვა.

როგორც გაირკვა, ავსტრიელმა მცირედი დაზიანება მიიღო, სწორედ ამიტომ მოუწია თამაშიდან გასვლა, ანჩელოტიმ მატჩის შემდეგ, 29 წლის მცველის ტრავმის შესახებ ისაუბრა.

„ალაბას მარცხენა მუხლზე გარკვეული დისკომფორტი ჰქონდა, თუმცა არ ვფიქრობ, რომ სერიოზულ დაზიანებასთან გვაქვს საქმე." - განაცხადა "რეალის" სპეციალისტმა.

5 დღის წინ
185 / 0
Gurika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ