"რეალი" 1/8 ფინალშია - სავარაუდო მეტოქეები ამ მომენტისთვის

"რეალი" 1/8 ფინალშია - სავარაუდო მეტოქეები ამ მომენტისთვის

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგს ჯგუფური ეტაპის ბოლოს წინა ტურში ტირასპოლის "შერიფი" დაამარცხა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მერვედფინალის საგზური გაინაღდა.

მართალია, ჯერ წინ კიდევ ერთი ტურია დარჩენილი, თუმცა ინტერნეტსივრცეში "სამეფო გუნდის" (ამ მომენტში არსებული მდგომარეობით) სავარაუდო მეტოქეების ვინაობა ვრცელდება.

"პარი სენ-ჟერმენი", "პორტუ", "სპორტინგი", "ზალსბურგი" და "იუვენტუსი" - ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, რომლებიც, შესაძლოა, მადრიდულ გიგანტს მომდევნო ეტაპზე შეხვდნენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ "ბლანკოსი" ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ინტერის" წინააღმდეგ გამართავს.

 

5 დღის წინ
515 / 0
Maluta
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ