ითამაშებს თუ არა ბენზემა ნაკრებში - პრეზიდენტის განცხადება

ითამაშებს თუ არა ბენზემა ნაკრებში  - პრეზიდენტის განცხადება

დღეს მადრიდის "რეალის" ფორვარდის კარიმ ბენზემას სასამართო პროცესი გაიმართა. როგორც უკვე მოგახსენეთ, სასამართლომ კარიმი დამნაშავედ ცნო და მას 1 წლიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა.

აღნიშნული ცნობების გავრცელების შემდეგ, გულშემატკივრებში დიდი მღელვარება გამოიწვია იმ ფაქტმა, შეძლებს თუ არა ბენზემა კვლავ საფრანგეთის ნაკრების ღირსების დაცვას.

ამ საკითხზე საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა.

"არ აქვს მნიშვნელობა ბენზემა გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს თუ არა. ეს ჩემთვის არაფერს ცვლის. შეიძლება, მან შეცდომა დაუშვა, თუმცა კარიმს არანაირი დაბრკოლება არ ექნება, რომ ნაკრებში თამაში გააგრძელოს. ის ჩვენი გუნდის წევრია", - განაცხადა ნოელ ლე გრემ.

ასე რომ, მიუხედავად ბენზემას გარშემო არსებული ვითარებისა, "სამეფო გუნდის" ლიდერს ეს ყველაფერი ნაკრებში კვლავ ასპარეზობაში ხელს არ შეუშლის.

6 დღის წინ
307 / 0
Maluta
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ