ძველი რამოსი დაბრუნდა - სერხიომ იმიჯი შეიცვალა (ვიდეო)

მადრიდის "რეალის" ყოფილი კაპიტანი სერხიო რამოსი ჯგუფურ ვარჯიშს შეუერთდა. როგორც მოგეხსენებათ, ტრავმის გამო ესპანელი აქამდე ინდივიდუალურ ვარჯიშებს გადიოდა, თუმცა მან დაზიანება უკვე მოიშუშა და ახალ გუნდში დებიუტისთვისაც ემზადება.

როგორც იცით, რამოსს ჯერ პარიზელთა რიგებში ერთი წუთიც არ უთამაშია, რის გამოც ბოლო პერიოდში მედიაში ფრანგების უკმაყოფილების გამომხატველი არაერთი ცნობა გავრცელდა.

ვარჯიშის ვიდეო კაპიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მან იმიჯი მცირედით შეიცვალა. ქომაგების აზრით, კი რამოსის ამჟამინდელი შესახედაობა მათ ძველ სერხიოს მოაგონებს.

იხილეთ ვიდეო.

1 კვირის წინ
5251 / 0
Maluta
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ