"კრიტიკა ელ კლასიკოს შემდეგ?" - კარლო ანჩელოტის პრესკონფერენცია

"კრიტიკა ელ კლასიკოს შემდეგ?" - კარლო ანჩელოტის პრესკონფერენცია

როგორც მოგეხსენებათ, ხვალ, 27 ოქტომბერს მადრიდის "რეალი" ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით "ოსასუნას" უმასპინძლებს.

სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა.

"ოსასუნა კარგი გუნდია, რომელიც ინტენსიურ ფეხბურთს თამაშობს. მათთან ფრთხილად უნდა ვიყოთ და სწორად მოვემზადოთ. შესაძლოა, რთული თამაში გამოვიდეს.

კრიტიკა ელ კლასიკოს შემდეგ? ამის მესმის. ჩვენ კარგად არ გვითამაშია, თუმცა ის გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა.

ის რაც კუმანს ელ კლასიკოს შემდეგ გადახდა, არ უნდა მომხდარიყო. ეს სოციალური პრობლემაა. კუმანი მხოლოდ მწვრთნელი არ არის, ის ადამიანიცაა. მის წინააღმდეგ პატივისცემა გამქრალია.

როტაციები სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება: დაღლილობა, სტრატეგია.. ამას დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ შევაფასებ. უნდა ვნახო, გამოკეთდნენ თუ არა ფეხბურთელები ელ კლასიკოს შემდეგ.

ახლა, ძალიან ბევრი მატჩი გვიწევს. FIFA-მ კალენდარი შეცვალა იმიტომ, რომ ფეხბურთელები იღლებოდნენ.

ვინისიუსი კვლავ ახალგაზრდაა. მას გამოცდილება აკლია და ხანდახან სხვა რაღაცებზე, მაგალითად ტრიბუნებზე კონცენტრირდება. მას ვუთხარი, რომ მომდევნო მატჩში ყურადღება თამაშისკენ ჰქონდეს მიმართული.

გარეტ ბეილმა სამედიცინო პერსონალისგან ვარჯიშზე მწვანე შუქი მიიღო. ის გუნდთან ვარჯიშს მომდევნო კვირაში განაახლებს. შესაძლოა, ის "რაიო ვალეკანოსთან" მატჩისთვის მზად იყოს.

რატომ არ არის აზარი ისეთივე ხელშეუხებელი, როგორიც ბენზემა, მოდრიჩი, კროოსი, კაზემირო? მას ბევრი ტრავმა ჰქონდა, რის გამოც იმდენს ვერ თამაშობდა, რამდენსაც სხვები.

მენდი ძალიან კარგი მცველია. ის სწრაფია, ძლიერია. ფერლანი ტრავმიდან ძალიან კარგად დაბრუნდა. დრო და დრო მის საუკეთესო ვერსიას ვიხილავთ.

ჩემი ურთიერთობა ვინისიუსთან? ეს არის ურთიერთობა, რომელიც ყველა მოთამაშესთან მინდა მქონდეს: მოტივაციის მიცემა, დახმარება, თავდაჯერების მოამტება.. აქ არაფერია განსხვავებული", - განაცხადა ანჩელოტიმ.

1 თვის წინ
355 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ