"რეალმა" მბაპესთან კონტრაქტი შეათანხმა - სანდო ჟურნალისტის ცნობა

"რეალმა" მბაპესთან კონტრაქტი შეათანხმა - სანდო ჟურნალისტის ცნობა

ცნობილმა და გავლენიანმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ Eleven Sports-თან მადრიდის "რეალის" შესახებ ისაუბრა და სამეფო კლუბის ქომაგებს იმედები ჩაუსახა.

ჟურნალისტის თქმით, "ბლანკოსმა" "პარი სენ-ჟერმენის" სუპერვარსკვლავთან, კილიან მბაპესთან კონტრაქტი უკვე შეათანხმა და მოლაპარაკებების ჩაშლა მხოლოდ სასწაულს შეუძლია.

როგორც ირკვევა, ფრანგ შემტევს ახალი კონტრაქტის დადება თებერვლამდე არ შეუძლია, რადგან "პსჟსთან" მოქმედი ხელშეკრულება აკავშირებს.

ჟურნალისტი ასევე ამატებს, რომ სამეფო კლუბი 2022 წლის ზაფხულში ერლინგ ჰოლანდის მოყვანასაც შეეცდება.

ნორვეგიელი ფორვარდის კონტრაქტის ერთ-ერთ პუნქტში წერია, რომ 2022 წლის ზაფხულში სხვა კლუბებს მისი შეძენა 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლებათ, რაც "რეალს" იდეალურ პოზიციაში აყენებს.

როგორც ჩანს, ფლორენტინო პერესი "ახალ გალაქტიკოს" საძირკველს უყრის..

1 თვის წინ
852 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ