მორიგი ვარსკვლავი უფასოდ - "რეალს" შესანიშნავი შანსი ეძლევა

მორიგი ვარსკვლავი უფასოდ - "რეალს" შესანიშნავი შანსი ეძლევა

მადრიდის "რეალისა" და თავისუფალი აგენტების ურთიერთობაზე იმდენი თქმულა და დაწერილა, რომ ამის შესახებ უკვე ყველამ კარგად იცის.

როგორც მოგეხსენებათ, "ჩელსის" ცენტრალურ მცველს ანტონიო რუდიგერს კლუბთან კონტრაქტი ეწურება, მხარეები კი ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

ცნობილმა და გავლენიანმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ საკუთარ პოდკასტში განაცხადა, რომ გერმანელი მცველისთვის ბრძოლაში სამეფო კლუბს საკმაო შანსი გააჩნია.

Cadena Ser-ის თქმით, გერმანელი უკანახაზელი თავის ახალ კლუბში წლიურ ანაზღაურებად 12 მილიონ ევროს მოითხოვს.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 მატჩში 28 წლის ფეხბურთელმა თავი 1 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოიჩინა.

1 თვის წინ
498 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ