"რეალი" - "ოსასუნა" | ყველაფერი, რაც მატჩის წინ უნდა იცოდეთ

"რეალი" - "ოსასუნა" | ყველაფერი, რაც მატჩის წინ უნდა იცოდეთ

როგორც მოგეხსენებათ, ხვალ მადრიდის "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ოსასუნას მიიღებს.

სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით, ეს თამაში ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გთავაზობთ, საინტერესო ფაქტებს, რაც მატჩის წინ აუცილებლად უნდა იცოდეთ.

სიახლეები

გუნდების განაცხადი ცნობილია, ამიტომ დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მადრიდელთა მხრიდან "ბლანკოსს" ტრავმების გამო გარეტ ბეილი და დანი სებალიოსი ვერ დაეხმარებიან, ასევე ლუკა იოვიჩის და ისკოს თამაში საეჭვოა და დიდი შანსია ორივე მათგანი, კვლავ სათადარიგო სკამზე იჯდეს. რაც შეეხება "ოსასუნას" მათ ხონას რომალიო გამოაკლდებათ.

სავარაუდო შემადგენლობა

"რეალი": ლუნინი, კარვახალი, მილიტაო, ალაბა, მენდი, მოდრიჩი, კამავინგა, ასენსიო, როდრიგო, ბენზემა, ვინისუსი.

პროგნოზი (Tribuna.com)

კარლო ანჩელოტის დაბრუნების შემდეგ, აშკარაა, რომ "რეალი" სხვა ფეხბურთს თამაშობს. კლუბი უფრო შემტევ და გამტან გუნდად გადაიქცა. ვინისუსი ფორმაში შევიდა და კარიმ ბენზემა გუნდის უპირობო ლიდერად გადაიქცა. პროგნოზი 4-1.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ხვალ ჩვენი დროით 23:30 საათზე გაიმართება.

 

 

1 თვის წინ
141 / 0
Nika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ