პოგბამ და რაიოლამ "იუნაიტედს" მოთხოვნა წაუყენეს - დატოვებს თუ არა ფრანგი კლუბს

პოგბამ და რაიოლამ "იუნაიტედს" მოთხოვნა წაუყენეს - დატოვებს თუ არა ფრანგი კლუბს

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, პოლ პოგბა წარმოადგენს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფრანგმა მოთამაშემ და მინო რაიოლამ "წითელ ეშმაკებს" მთავარი მოთხოვნა დაუსახელეს.

ეს მოთხოვნა არის წარმატებული სპორტული პროექტი, პოგბას და რაიოლას სურთ დარწმუნდნენ, რომ კლუბს დიდი გეგმები აქვს.

თუ "მანჩესტერის" სპორტული პროექტი პოგბასთვის საკმარისად მიმზიდველი იქნება, ფრანგი ფეხბურთელის დარჩენის შანსები გაიზრდება.

წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი "სამეფო კლუბში" გადმობარების ალბათობა საგრძნობლად მოიმატებს.

ამ მომენტისთვის პოგბას კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულს იწურება და იანვრიდან სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების უფლება ექნება.

1 თვის წინ
170 / 0
Gurika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ