სად გააგრძელებს მარსელო კარიერას - ახალი ცნობები

სად გააგრძელებს მარსელო კარიერას - ახალი ცნობები

როგორც მოგეხსენებათ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სეზონის ბოლოს მარსელო მადრიდის "რეალს" დაემშვიდობება.

დიახ, 14 წლიანი ესპანური ვოიაჟი სრულდება და ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც "ბლანკოსში" 2007 წელს მოვიდა, ახლა სამეფო გუნდს ლეგენდის სტატუსით ტოვებს.

"El Nacional"-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი სხვა ევროპულ გუნდში არ გადავა. როგორც ირკვევა, იგი კარიერას "ფლუმინენსეში" გააგრძელებს - სწორედ იქ, საიდანაც თავის დროზე "რეალში" გადმოვიდა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ბლანკოსი" დარჩება ერთადერთი ევროპული კლუბი, სადაც მარსელოს უთამაშია. მოგეხსენებათ, ბოლო წლებში აქტიურად იწერებოდა, რომ ბრაზილიელს რონალდუს გვერდით კვლავ სურდა თამაში და მას შესაბამისად, "იუვენტუსს" უკავშირებდნენ, თუმცა პორტუგალიელი ტურინილ გუნდში აღარ ირიცხება და მარსელოს "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლო ტრანსფერი რელობისგან ძალიან შორსაა.

1 თვის წინ
987 / 0
Maluta
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ