მარსელომ გადაწყვეტილბა მიიღო - ტოვებს თუ არა გუნდს ბრაზილიელი

მარსელომ გადაწყვეტილბა მიიღო - ტოვებს თუ არა გუნდს ბრაზილიელი

"რეალის" მარცხენა მცველი, მარსელო მადრიდული კლუბის დატოვებას როგორც მინიმუმ კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ გეგმავს.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა 33 წლის ბრაზილიელს "სამეფო კლუბთან" მომავალ ზაფხულს ეწურება. მაგრამ მარსელოს გუნდის დატოვება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზევე სურს, წერს El Nacional.

გამოცდილი სამხრეთამერიკელი ფერლან მენდის შემცვლელად იქცა, რის გამოც მისი სათამაშო დრო შემცირდა. თავიდან იგი მზად იყო გუნდში როლის შეცვლისთვის, მაგრამ ახლა მეტი სათამაშო პრაქტიკის მიღება უნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მარსელო ბრაზილიურ "ფლუმინენსეში" აპირებს გადასვლას. "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი მზადაა უკანახაზელი გაუშვას, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ გამოცდილ ფეხბურთელთან განშორება არ მოისურვოს, რომელიც მისთვის საჭირო ფიგურაა.

1 თვის წინ
245 / 0
Gurika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ