ზიდანი მხოლოდ ორი გუნდის წინადადებას განიხილავს - განახლებული ინფორმაცია

ზიდანი მხოლოდ ორი გუნდის წინადადებას განიხილავს - განახლებული ინფორმაცია

"რეალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ოლე გუნარ სულშერის გათავისუფლების შემთხვევაში "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობას არ აპირებს, იტყობინება ცნობილი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo.

ფრანგი სპეციალისტი უახლოეს პერიოდში არცერთი გუნდის ჩაბარებას არ გეგმავს, რადგან დასვენება უნდა. ამ მიზეზით, ზიზუ "წითელი ეშმაკების" თავკაცად მუშაობის ვარიანტს არც კი განიხილავს.

ზიდანის გეგმები მხოლოდ შეიძლება ორმა წინადადებამ არიოს - "პსჟ"-სა და საფრანგეთის ნაკრების. თუ მაურისიო პოჩეტინო პარიზულ კლუბს დატოვებს, ზინედინი ამ გუნდში საქმიანობის შესაძლებლობას განიხილავს.

შეგახსენებთ, 49 წლის ფრანგმა სპეციალისტმა "რეალის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა მაისში დატოვა და მას შემდეგ უმუშევარია.

1 თვის წინ
441 / 0
Gurika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ