კურტუა: "ვფიქრობ ის მცველებს დიდ დარტყმას აყენებს"

კურტუა: "ვფიქრობ ის მცველებს დიდ დარტყმას აყენებს"

"ელ კლასიკოში" მადრიდის "რეალის" გამარჯვების შემდეგ ტიბო კურტუამ ვინისუს ჟუნიორზე ისაუბრა.

"ვფიქრობ ვინი მცველებს დიდ დარტყმას აყენებს. ის ძალიან სწრაფია. მართალია დღეს მას არ გაუტანია, მაგრამ ჩვენს გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა", - განაცხადა ბელგიელმა მეკარემ.

ტიბომ ასევე პენალტის ეპიზოდზეც ისაუბრა, თუმცა მსაჯს თერთმეტმეტრიანი "ბლანკოსის" სასარგებლოდ არ დაუდია.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი გარემარბი არაჩვეულებრივ ფორმაშია და იმ იმედების გამართლება, რომელიც მასზე 1-2 წლის წინ მყარდებოდა, ამ სეზონში დაიწყო და 12 შეხვედრაში 7 გოლთან ერთად 5 ასისტიც მიითვალა.

1 თვის წინ
163 / 0
Nika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ