როგორია ვალვერდესა და კურტუას ტრავმის სიმძიმეები - ახალი ცნობები

როგორია ვალვერდესა და კურტუას ტრავმის სიმძიმეები - ახალი ცნობები

როგორც მოგეხსენებათ, "ელ კლასიკოში" მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა ტიბო კურტუამ და ფედერიკო ვალვერდემ პატარ-პატარა დაზიანებები მიიღეს.

ამ თემასთან დაკავშირებით, გამოცემა "GOAL"-ი ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

წყაროს თქმით ბელგიელი მეკარე კარგად არის და თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშს 26 ოქტომბრიდან გააგრძელებს, რაც შეეხება ურუგვაელ ნახევარმცველს მას, დაახლოებით 8-10 დღე გაუცდება.

შეგახსენებთ, რომ მადრიდელთა მეკარემ დისკომფორტი მას შემდეგ იგრძნო, როდესაც ბურთს იგერიებდა, ხოლო ფედემ პიკესთან შეტაკების შემდეგ თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და "კლასიკოში" მხოლოდ 20 წუთი ითამაშა.

1 თვის წინ
167 / 0
Nika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ