"ეს გოლი მას მივუძღვენი" - ვასკესმა თავისი აღნიშვნა ახსნა

"ეს გოლი მას მივუძღვენი" - ვასკესმა თავისი აღნიშვნა ახსნა

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა ლუკას ვასკესმა "ელ კლასიკოში" გამარჯვების გოლი გაიტანა.

მატჩის შემდგომ კი მედიასთან თავისი აღნიშვნა ახსნა.

"დღეს მამაჩემის დაბადების დღეა, ეს გოლი მას მივუძღვენი. გილოცავ დაბადების დღეს, მამა", - განაცხადა ესპანელმა.

მიუხედავად დაცვაში არც თუ ისე კარგი თამაშისა, ლუკასმა თავი გოლით გამოიჩინა და "ბლანკოსს" "კლასიკოში" გამარჯვება მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ ეს მოგება "თეთრებისთვის" კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ ზედიზედ მეოთხეა, ხოლო ვასკესმა ამ სეზონში "რეალის" მაისურით მონაწილეობა 14 შეხვედრაში მიიღო და 2 გოლთან ერთად 2 ასისტიც მიითვალა.

 

1 თვის წინ
159 / 0
Nika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ