მესი თუ რონალდუ - მბაპემ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

მესი თუ რონალდუ - მბაპემ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ჩემპიონთა ლიგა ძალიან საინტერესო და ამავდროულად უხვგოლიანი მატჩებით დაგვიბრუნდა. მადრიდის "რეალმა" თავისი მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო. რაც შეეხება "პარი სენ-ჟერმენს", ფრანგებს "ლაიფციგის" წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე ოდნავ გაუჭირდათ, თუმცა კილიან მბაპეს და ლეო მესის წყალობით, გამარჯვება მაინც მოიპოვეს.

შეხვედრის შემდეგ "ბლანკოსის" მთავარმა სამიზნემ მედიასთან ისაუბრა, სადაც მესისთვის დათმობილ პენალტზეც ისაუბრა.

"ეს ნორმალურია, მის მიმართ პატივისცემა გამოვხატე, რადგან მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. როდესაც მესი შენი გუნდისთვის თამაშობს, ეს პრივილეგიაა", - განაცხადა ფრანგმა.

ცნობისთვის, გუშინდელ მატჩში მბაპეს მიერ მოპოვებული პენალტი ლეომ შეასრულა და გაიტანა. შეხვედრის ბოლო წუთებზე კი თავად კილიანმა თერთმეტმეტრიანის გამოყენება ვერ მოახერხა.

 

1 თვის წინ
4630 / 0
Maluta
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ