განაჩენი გამოტანილია - "რეალი" ფეხბურთელს ტრანსფერზე დააყენებს

განაჩენი გამოტანილია - "რეალი" ფეხბურთელს ტრანსფერზე დააყენებს

ესპანური გამოცემა "ABC"-ს ცნობით, მადრიდელები მარკო ასენსიოს ტრანსფერზე დაყენებას აპირებენ.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ ვინგერს კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, ხოლო ბლანკოსს მისი უფასოდ გაშვება არ სურს.

წყარო აქვე დასძენს, რომ "რეალი" მის გაყიდვას ზამთარშივე აპირებს, რადგან ზაფხულში ესპანელის ფასის დავარდნაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება მარკოს პოზიციას, მისმა აგენტმა ფეხბურთელის უკმაყოფილება მის სათამაშო დროსთან დაკავშირებით არაერთხელ გამოხატა.

ცნობისთვის, 25 წლის შემტევმა ამ სეზონში 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და აქედან მხოლოდ 2 დაიწყო სასტარტოში. ფაქტია, ანჩელოტი მას დიდად არ ენდობა

 

1 კვირის წინ
457 / 0
Gersam
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ