მორიგი ფეხბურთელი, რომელმაც შესაძლოა "რეალი" დატოვოს

მორიგი ფეხბურთელი, რომელმაც შესაძლოა "რეალი" დატოვოს

როგორც მოგეხსენებათ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის "რეალი",შესაძლოა, არაერთმა ფეხბურთელმა დატოვოს.

სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით გამოცემა "Todo Fichajes"-ი მორიგ ინფორმაციას ავრცელებს.

წყაროს თქმით, "სევილია" "ბლანკოსის" ფეხბურთელით ლუკას ვასკესით არის დაინტერესებული.

მადრიდელთა ყოფილ და აწ უკვე "ანდალუსიელთა" მთავარ მწვრთნელს ხუან ლოპეტეგის მისი ხილვა თავის გუნდში სურს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ესპანელ ფეხბურთელს "თეთრებთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება. მიმდინარე სეზონში კი მან 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ვერც ერთ მათგანში მოახერხა გოლის გატანა.

1 კვირის წინ
116 / 0
Nika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ