რამოსის მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

რამოსის მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

ცნობილი გამოცემის, Le Parisien-ის ცნობით, "პარი სენ-ჟერმენის'' ახალწვეულის, სერხიო რამოსის დებიუტი ფრანგულ გუნდში, შესაძლოა, ლიგა 1-ის მე-10 ტურში, "ანჟერთან'' მატჩში შედგეს.

გამოცემის ცნობით, 35 წლის ესპანელმა მცველმა დაზიანება, ფაქტობრივად, ბოლომდე მოიშუშა და თამაში შეუძლია.

რამოსს, რომელიც, "პსჟ-ს'' გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, ტრავმის გამო 5 მაისის შემდეგ არ უთამაშია.

"პარი სენ ჟერმენსა'' და ,,ანჟერს'' შორის შეხვედრა პარასკევს, 15 ოქტომბერსაა ჩანიშნული. პოჩეტინოს გუნდი საფრანგეთის ლიგა 1-ს 24 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან ,,ლანსს'' 6 ქულით უსწრებს.

1 კვირის წინ
192 / 0
Gurika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ