"მის სიტყვებზე მეცინება" - ვან დერ ვაარტმა კურტუა გააკრიტიკა

"მის სიტყვებზე მეცინება" - ვან დერ ვაარტმა კურტუა გააკრიტიკა

მადრიდის "რეალის" ყოფილმა მოთამაშემ, რაფა ვან დერ ვაარტმა, კლუბის ამჟამინდელი კარის დარაჯი, ტიბო კურტუა გააკრიტიკა.

საფრანგეთთან მარცხის შემდეგ, ბელგიელმა მეკარემ აღნიშნა, რომ უეფას ერთა ლიგის მესამე ადგილის მატჩს არანაირი აზრი არ აქვს და ის მხოლოდ იმისთვის ტარდება, რომ ორგანიზაციამ მეტი ფული იშოვოს.

„სრული აბსურდი კურტუასგან. ფეხბურთელების შვებულება ექვს თვეს გრძელდება. სხვა დანარჩენ დროს შენ მხოლოდ ფეხბურთს უთმობ და სანაცვლოდ უდიდეს ფულს იღებს.

ეჭვგარეშეა, რომ გრაფიკი გადატვირთულია, მაგრამ ეს ყველას გამოგვივლია. დაპირისპირება შესანიშნავია. ტიბოს წუწუნზე უბრალოდ მეცინება.“ - განაცხადა ვან დერ ვაარტმა.

1 კვირის წინ
103 / 0
Gurika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ