"რეალი", "სიტი" და "ლივერპული" სატრანსფერო ბრძოლაში ერთვებიან

"რეალი", "სიტი" და "ლივერპული" სატრანსფერო ბრძოლაში ერთვებიან

"მონაკოს" ფრანგმა ნახევარმცველმა ორელიენ ტჩუამენიმ კარიერა შესაძლოა მადრიდის "რეალში" გააგრძელოს.

გავლენიანი გამოცემის, Marca-ს ინფორმაციით, "სამეფო კლუბმა" შესაძლოა ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაიმატოს. "ბლანკოსში" ტჩუამენის კაზემიროს პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებენ.

"რეალის" გარდა, 21 წლის ფრანგ ნახევარმცველს რამდენიმე ინგლისური კლუბი აკვირდება, მათ შორის "მანჩესტერ სიტი" და "ლივერპული".

გავრცელებული ცნობით, მაღალი მოთხოვნის გამო, „მონაკოს“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევროს მიღება სურს. Transfermarkt ტჩუამენის 35 მილიონ ევროს აფასებს, მისი კონტრაქტი „მონაკოსთან“ 2024 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

1 კვირის წინ
161 / 0
Gurika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ