"რეალი" განსაცდელშია - მორიგი ტრავმირებული გუნდში

"რეალი" განსაცდელშია - მორიგი ტრავმირებული გუნდში

ბრაზილიის ნაკრების და მადრიდის „რეალის“ მოთამაშემ, ედერ მილიტაომ, კოლუმბიის წინააღმდეგ გამართულ მატჩში დაზიანება მიიღო.

ცნობილი გამოცემის, Mundo Deportivo-ს ცნობით, ცენტრალურმა მცველმა ზურგი 71-ე წუთზე დაიზიანა და მატჩის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

როგორც ესპანური წყარო გვატყობინებს, მილიტაოს ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა ბრაზილიელს სამედიცინო შემოწმების გავლა მაინც მოუწევს, რათა დაზიანების სიმძიმე ბოლომდე ზუსტად დადგინდეს.

მილიტაოს გარდა, სანაკრებო პაუზის დროს „რეალის“ ორმა სხვა ფეხბურთელმაც მიიღო დაზიანება - საუბარია ედუარდო კამავინგასა და ედენ აზარზე.

კამავინგა ახალგაზრდული საფრანგეთის ნაკრების ვარჯიშზე დაშავდა, აზარმა კი ტრავმა ერთა ლიგის ნახევარფინალში, საფრანგეთთან მატჩში მიიღო.

1 კვირის წინ
305 / 0
Gurika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ