ისტორია დაწერილია - რონალდუმ სანაკრებო დონეზე კიდევ 2 რეკორდი დაამყარა

ისტორია დაწერილია - რონალდუმ სანაკრებო დონეზე კიდევ 2 რეკორდი დაამყარა

შაბათს ამხანაგურ შეხვედრაში, პორტუგალიის ეროვნული ნაკრები ყატარის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა, სადაც პორტუგალიამ 3-0 გაიმარჯვა.

ამ შეხვედრაში რონალდუმ ორი ახალი რეკორდი დაამყარა. ის პირველი ევროპელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ნაკრებში 181 მატჩი ჩაატარა და ასევეა პირველია, ვინც 46 ნაკრებს გაუტანა გოლი.

ამის შესახებ რონალდუმ თავის სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

"რეკორდების დამყარება ყოველთვის გამორჩეულია. 181 მატჩი ამ ფორმით არის 181 მიზეზი, რითიც ვამაყობ და გოლები 46 სხვადასხვა ნაკრების წინააღმდეგ არის ის, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი."- დაწერა რონალდუმ.

2 კვირის წინ
3406 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ