ნამდვილი ლიდერი - რატომ დაუთმო ბენზემამ მბაპეს პენალტი

ნამდვილი ლიდერი - რატომ დაუთმო ბენზემამ მბაპეს პენალტი

ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში, სადაც ერთმანეთს საფრანგეთისა და ბელგიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, კარიმ ბენზემამ კილიან მბაპეს პენალტი დაუთმო.

მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა ფორვარდმა გადაწყვეტილება შემდეგნაირად ახსნა:

"ჩვენ ვართ მოთამაშეები, რომლებიც ყველა პენალტს იღებენ. მინდოდა, რომ პენალტი მბაპეს დაერტყა და გაეტანა.

მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატზე მოხდა, ეს მნიშვნელოვანია. მოედანზე ვცდილობ, დავეხმარო თანაგუნდელებს და უკეთესი გავხადო", - განაცხადა ბენზემამ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატს შვეიცარიასთან დაპირისპირებაში, სწორედ კილიან მბაპეს გაფუჭებული თერთმეტმეტრიანით დაემშვიდობა.

2 კვირის წინ
3002 / 0
Maluta
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ