ფერგიუსონი: "რეალში გადასვლაზე ნებისმიერი მოთამაშე ოცნებობს"

ფერგიუსონი: "რეალში გადასვლაზე ნებისმიერი მოთამაშე ოცნებობს"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ალექს ფერგიუსონმა განმარტა, თუ რატომ გაუშვა კრიშტიანუ რონალდუ 2009 წელს მადრიდის "რეალში".

"რონალდუ ჩვენთან 18 წლის ასაკში გადმოვიდა და ჩვენთან ექვსი შესანიშნავი წელი გაატარა, თუმცა მადეირელი ბიჭუნა მადრიდის რეალში გადასვლაზე ოცნებობდა და მე წინ არ გადავუდექი.

ვიცოდი, რამდენად მაგარი იქნებოდა კრიშტიანუ რეალშიც. ეს არის ერთადერთი კლუბი, რომელშიც წლიდან წლამდე მსოფლიო დონის ფეხბურთელები ჩნდებიან და ვითარდებიან. ეს გუნდი რეგულარულად იგებს ჩემპიონთა ლიგას.

მათ პატივი უნდა ვცეთ, ეს არის ის კლუბი, რომელში გადასვლაზეც ნებისმიერი მოთამაშე ოცნებობს.“ - აღნიშნა ფერგიუსონმა.

4 კვირის წინ
121 / 0
Gurika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ