"კლუბში მსგავსი ატმოსფეროს შექმნა სასიხარულოა" - კამავინგამ გუნდელებზე ისაუბრა

"კლუბში მსგავსი ატმოსფეროს შექმნა სასიხარულოა" - კამავინგამ გუნდელებზე ისაუბრა

მადრიდის "რეალის" ახალწვეულმა, ედუარდო კამავინგამ, Telefoot-თან საუბრისას თავისი თანაგუნდელების შესახებ ისაუბრა.

"კლუბში შესანიშნავი გარემოა, ბენზემა თამაშების გარეთაც გუნდის ლიდერია, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, იგი მხიარული პიროვნებაა და მასთან ურთიერთობა სასიამოვნოა.

გუნდის ფეხბურთელებს შორის მსგავს კავშირი კლუბში კარგ ატმოსფეროს ქმნის, რაც სასიხარულოა"
- განაცხადა კამავინგამ.

ედუარდო ფრანგი ფეხბურთელია, თუმცა აღსანიშნავია, რომ მას ბენზემასთან ერთად საფრანგეთის სახელით არ აქვს ნათამაშები, რადგან იგი ჯერ-ჯერობით 21 წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობს.

4 კვირის წინ
262 / 0
Gurika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ