"რეალი" და "ბაიერნი" პრემიერ ლიგის ვარსკვლავისთვის იბრძვიან

"რეალი" და "ბაიერნი" პრემიერ ლიგის ვარსკვლავისთვის იბრძვიან

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ლონდონის "ჩელსის" მცველი, ანტონიო რუდიგერი, მადრიდის "რეალთან" არაერთხელ დააკავშირეს.

ხოსე ფელიქს დიასის განცხადებით, გერმანელი მოთამაშის საოცარი სეზონი "სამეფო კლუბს" მის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო უღრმავებს.

აღსანიშნავია, რომ 28 წლის ფეხბურთელს, ლონდონურ კლუბთან ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისს ეწურება, შესაბამისად, შემდეგ წელს გუნდის დატოვება მას თავისუფალი აგენტის სახელით შეეძლება.

ფლორენტინო პერესს ანტონიოს დონის მცველის უფასოდ დამატების პერსპექტივა ძალიან ხიბლავს და მისთვის სატრანსფერო ბონუსსაც ამზადებს.

გავლენიანი გამოცემის, Goal.Com-ის ცნობით, რუდიგერის შეძენის ფავორიტები, სწორედ, "რეალი" და "ბაიერნი" არიან.

4 კვირის წინ
2086 / 0
Gurika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ