სასიხარულო ინფორმაცია "შერიფთან" მატჩის წინ

სასიხარულო ინფორმაცია "შერიფთან" მატჩის წინ

როგორც მოგეხსენებათ, 28 სექტემბერს მადრიდის "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "შერიფს" დაუპირისპირდება.

აღნიშნულ შეხვედრაში სამეფო კლუბს, შესაძლოა, ტონი კროოსი დაუბრუნდეს, რომელმაც ბოლო მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა.

გერმანელმა ნახევარმცველმა შესაძლო დაბრუნების შესახებ ისაუბრა.

"ბედნიერი ვარ, რადგან დღეს გუნდთან ერთად მესამე სავარჯიშო სესიაზე მივიღე მონაწილეობა. პირველად 6-7 თვის შემდეგ, ტკივილი აღარ მაწუხებს, ეს ძალიან კარგი შეგრძნებაა.

ახლა ფორმა უნდა აღვიდგინო, თუმცა მთავარი ის არის, რომ ტკივილი აღარ მაწუხებს. იმ მდგომარეობას მივაღწიე, რომელიც მსურდა.

თავს მზად ვგრძნობ და ვფიქრობ, რომ ხვალ განაცხადში ვიქნები. ხვალ ანჩელოტის დაველაპარაკები და თუ ის მეტყვის, რომ ჩემი დაბრუნება სარისკო იქნება და მოთმინებას ამჯობინებს, მას მოვუსმენ", - განაცხადა კროოსმა.

1 თვის წინ
1248 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ