ახალი "რეალის" რადარზე - ანჩელოტის ის ჯერ კიდევ "ევერტონში" სურდა

ახალი "რეალის" რადარზე - ანჩელოტის ის ჯერ კიდევ "ევერტონში" სურდა

მადრიდის "რეალმა" მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო, თუმცა ფაქტია, რომ გუნდს დაცვაში დიდი პრობლემები აქვს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური პოზიცია მარჯვენა ფლანგია, სადაც კარვახალის ტრავმის შემთხვევაში ერთადერთი არჩევანი ლუკას ვასკესია, რომელიც საიმედოობით ნამდვილად არ გამოირჩევა.

სწორედ ამიტომ, "ბლანკოსი" მომავალ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაცვის გაძლიერებას ეცდება. ესპანური მედიის "Fichajes"-ის ცნობით, მადრიდელები "ინტერის" განაპირა მცველის დენზელ დუმფრისის დამატებით ინტერესდებიან.

როგორც ირკვევა, ანჩელოტის ნიდერლანდელი უკანახაზელი ჯერ კიდევ მაშინ ხიბლავდა, როცა იტალიელი "ევერტონში" მუშაობდა.

ცნობისთვის, დუმფრისმა თავი ევროპის ჩემპიონატზეც შესანიშნავად წარმოაჩინა და მიმდინარე სეზონში "ნერაძურიში" ერთი ასისტის გაკეთებაც მოასწრო.

 

1 თვის წინ
2912 / 0
Maluta
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარსელო, ბეილი, სებალიოსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ