lider-bet.com

ბენზემა: "ოქროს ბურთი? ამაზე არ ვფიქრობ"

ბენზემა: "ოქროს ბურთი? ამაზე არ ვფიქრობ"

ხვალ, მადრიდის "რეალისთვის" ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონი იწყება. სამეფო კლუბის მეტოქე "ინტერი" იქნება.

მატჩის წინ, "ბლანკოსის" ერთ-ერთმა ლიდერმა კარიმ ბენზემამ მედიასთან ისაუბრა.

"სეზონის კარგი დასაწყისი? არ ვფიქრობ, რომ ეს საიდუმლია, მე ყოველდღე ვვარჯიშობ, ასევე საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ვზრუნავ, თავს კარგად ვგრძნობ და ამას თქვენც ხედავთ.

ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი ვართ, მე გუნდის დახმარება მევალება, მეც ვქმნი გოლებს. ამ სეზონში რამე უნდა მოვიგოთ, თუმცა ეს მთელს გუნდზეა დამოკიდებული.

ოქროს ბურთი? ამაზე არ ვფიქრობ. ეს ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, თუმცა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდზე დახმარებაა.

დღევანდელი შეტევითი ხაზი თუ BBC (ბეილი, ბენზემა, რონალდუ)? არ ვიცი, ეს განსხვავებული ერაა. რაც მე, ბეილმა და რონალდუმ გავაკეთეთ, დასრულებულია. ეს დიდებული ტრიო იყო, რომელიც ყველას მეხსიარებაში ჩარჩება.

აზარი და ვინისიუსი კარგი დუეტი არიან. ისინი გუნდს გოლის გატანაში ეხმარებიან, საბოლოო შედეგს ბოლოს ვნახავთ.

ვინისიუსი ახალგაზრდა მოთამაშეა, თუმცა უკვე დიდი გამოცდილება აქვს. ის გოლების გატანაში საკუთარი სისწრაფით გვეხმარება. მუდმივად მასთან ვარ და მხარს ვუჭერ, მას შეძლებისდაგვარად დავეხმარები, რადგან ის დიდებული მოთამაშეა.

ხელის სახვევით შეხვევა? ერთხელ ოპერაცია გავიკეთე და 2 თვე უნდა მომეცადა, თუმცა თამაში მინდოდა, რის შემდეგაც ის კიდევ ერთხელ დავიზიანე. ახლა გაჩერება არ შემიძლია, ამიტომაც სახვევით ვთამაშობ.

ჩემთვის, ჩემპიონთა ლიგა ყველაზე კონკურენტუნარიანი ტურნირია, აქ ყველა გუნდი ძლიერია, ფეხბურთში 11 მოთამაშე 11 მოთამაშეს უპირისპირდება, შესაბამისად, მოგება ნებისმიერს შეუძლია.

ჩემპიონობის მრავალი კანდიდატია, თუმცა ჩვენ კარგი გუნდი გვყავს და ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ.

დაცვითი პრობლემები? ეს პრობლემა მთელს გუნდს ეხება. მოედანზე ერთად ვართ და მოგებაც ერთად გვინდა, ამაზე ყოველდღე ვმუშაობთ.

გასული წლის მსგავსი ჯგუფი? ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებულია და ყველას მისი მოგება სურს, ჩვენი კონცენტრაცია სწორედ ამისკენაა მიმართული", - განაცხადა ბენზემამ.

1 კვირის წინ
417 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კროოსი, მარსელო, ბეილი, კარვახალი, სებალიოსი, მენდი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ