lider-bet.com

ანჩელოტი: "თუ გამარჯვების მოპოვება გვინდა, ეს უნდა გავაკეთოთ"

ანჩელოტი: "თუ გამარჯვების მოპოვება გვინდა, ეს უნდა გავაკეთოთ"

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში "ინტერს" "სან სიროზე" ესტუმრება.

"ნერაძურისთან" მატჩის წინ, სამეფო კლუბის დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ მედიასთან ისაუბრა.

"გუნდმა ძალიან კარგად იმუშავა, მატჩს ველოდებით. ინტერს გასული სეზონის მსგავსი სტრუქტურა აქვს, თუმცა განსხვავებული მწვრთნელითა და წარმომადგენლებით. თუ გამარჯვების მოპოვება გვინდა, დომინანტები უნდა ვიყოთ და კარგად ვითამაშოთ, რაც რეალისთვის დამახასიათებელია.

ინტერს მრავალი დიდებული მოთამაშე ჰყავს და მათ სიხარულის საბაბი ნამდვილად აქვთ, რადგან გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონები გახდნენ.

რას ვაკეთებ ვინისიუსთან? მას ისე ვამხნევებ, როგორც სხვა ფეხბურთელებს, ვაძლევ მოტივაციას ვარჯიშის მიმდინარეობისას, ის კი ყველაფერს ენთუზიაზმით უდგება.

მარსელო? გუშინ მან გუნდთან ერთად ივარჯიშა, თუმცა ბოლოს დისკომფორტი იგრძნო. ტრავმა შესაძლოა მძიმე არ იყოს, თუმცა ამან ჩვენთან წამოსვლაში ხელი შეუშალა. ბეილსაც გარკვეული პერიოდი გაუცდება.

ლა ლიგის მოგება თუ ჩემპიონთა ლიგის? არ ვიცი. ჩემთვის ყველაზე სასიხარულო მადრიდში დაბრუნება იყო. ვალდებებასზე ყოველდღე მისვლა ძალიან მახარებს.

ალაბა გუნდთან ერთად ივარჯიშებს, თუმცა საბოლოოდ ხვალ გადავწყვეტთ, გამოჩნდება თუ არა ხვალ მოედანზე. ასევე გადავწყვიტეთ, დავასვენოთ მოდრიჩი ხვალ ღამემდე.

შეუძლებელია შეტევის და დაცვის ერთბაშად განვითარება, ხანდახან გუნდი დაუბალანსებელი ხდება, თუმცა თუ ყველა პოზიციაზე კარგი მოთამაშეები გვეყოლება, ბურთს უკან მარტივად დავიბრუნებთ.

განვითარდა თუ არა ვინისიუსი? ყველა ხედავს ერთ განსხვავებას - ის კარის წინ ბევრად წყნარია, თუმცა გასული სეზონის მსგავსი მოთამაშეა. ვიმედოვნებ, რომ ის განვითარებას გააგრძელებს.

თავდაჯერებულად ყოფნა? ამ კლუბში ჩემპიონთა ლიგას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ჰქონდა, სწორედ ამიტომ მოიგო კლუბმა 13 ტიტული.

სან სიროზე დაბრუნება? სიმართლეა, რომ ახალგაზრდობისას ინტერში ვმუშაობდი, თუმცა გავიზარდე და ჩვენი გზები გაიყო. მილანი ყოველთვის მნიშვნელოვანი მეტოქე იყო, თუმცა მათ მიმართ პატივისცემა გამაჩნდა", - განაცხადა ანჩელოტიმ.

1 კვირის წინ
475 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კროოსი, მარსელო, ბეილი, კარვახალი, სებალიოსი, მენდი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ