lider-bet.com

"ბედნიერი ვარ" - რა განაცხადა ზიზუმ "სელტასთან" გამარჯვების შემდეგ

"ბედნიერი ვარ" - რა განაცხადა ზიზუმ "სელტასთან" გამარჯვების შემდეგ

12 სექტემბერს მადრიდის "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. "ბლანკოსმა" განახლებულ მოედანზე "სელტას" უმასპინძლა. აღნიშნულ მატჩს კი ზინედინ ზიდანიც დაესწრო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრანგმა სპეციალისტმა მცირე კომენტარიც გააკეთა.

"რა შეგრძნება იყო "ბერნაბეუზე" დაბრუნება? ბედნიერი ვარ, ძალიან ბედნიერი. უცნაური იყო თუ არა ტრიბუნაზე და არა სათადარიგო სკამზე ჯდომა? არა (იცინის). რაც შეეხება თამაშს, გუნდი დღეს კარგად გამოიყურებოდა", - ციტირებს მის სიტყვებს "Gol".

შეგახსენებთ, რომ ლალიგის მეოთხე ტურში "რეალმა" ვიგოს "სელტა" ანგარიშით, 5-2 დაამარცხა. 

1 კვირის წინ
259 / 0
Maluta
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კროოსი, მარსელო, ბეილი, კარვახალი, სებალიოსი, მენდი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ