lider-bet.com

რა შეძახილები ისმოდა "ბერნაბეუზე" ზიდანის მისამართით

რა შეძახილები ისმოდა "ბერნაბეუზე" ზიდანის მისამართით

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ დიდხნიანი პაუზის შემდეგ მადრიდის "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუს" გულშემატკივართან ერთად დაუბრუნდა.

აღნიშნული შეხვედრის მნიშნველობიდან გამომდინარე მატჩს ზინედინ ზიდანიც დაესწრო. ბუნებრივია, ეს კამერების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და სოციალურ ქსელში ვიდეო-მასალაც გავრცელდა.

"Gol"-ის ცნობით, ზიზუ სტადიონზე შეკრებილმა ქომაგებმაც შენიშნეს და მათ "ბლანკოსის" ყოფილ მწრთვნელს მიმართეს.

"ზიზუ, ნომერ პირველი ხარ. დაბრუნდი, როცა მოგესურვება", - ციტირებს "Gol".

მოგეხსენებათ, ფრანგმა სპეციალისტმა "სამეფო გუნდი" გასულ ზაფხულს უკვე მეორედ დატოვა.

1 კვირის წინ
727 / 0
Maluta
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კროოსი, მარსელო, ბეილი, კარვახალი, სებალიოსი, მენდი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ