lider-bet.com

ალაბას "ბარსელონაში" ტრანსფერი სურდა - რამ ჩაშალა ტრანსფერი

ალაბას "ბარსელონაში" ტრანსფერი სურდა - რამ ჩაშალა ტრანსფერი

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა Express-ს ინტერვიუ მისცა.

გერმანელმა ბრიტანულ გამოცემას უთხრა, რომ დავიდ ალაბას კარიერის "ბარსელონაში" გაგრძელება სურდა, მაგრამ ავსტრიელს აზრი მან შეაცვლევინა.

"ალაბამ ერთხელ მითხრა: "ჩემი ოცნება ისევ "ბარსელონაში" თამაშია."

მე კი ვუპასუხე: "პრეზიდენტთან გინდა მოლაპარაკება თუ გადახდისუნარიანობადაკარგულ ადმინისტრატორთან? "ბარსა" ჩვენთვის მისაბაძი მაგალითი აღარაა," - ბრძანა ულიმ.

დიდი ალბათობით, ტერმინს გადახდისუნარიანობადაკარგულ ადმინისტრატორში გერმანელმა ხოსეპ მარია ბართომეუ იგულისხმა, რომელმაც კლუბი კატასტროფულ ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩააგდო.

შეგახსენებთ, რომ საბოლოო ჯამში, ალაბამ თავის ოცნებაზე უარი თქვა და მადრიდის "რეალში" გადაბარგდა.

1 კვირის წინ
785 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კროოსი, მარსელო, ბეილი, კარვახალი, სებალიოსი, მენდი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ