lider-bet.com

უდიდესი დანაკლისი - ვინ დააკლდება "რეალს" "ინტერტან" მატჩში

უდიდესი დანაკლისი - ვინ დააკლდება "რეალს" "ინტერტან" მატჩში

13 სექტემბერს მადრიდის "რეალისთვის" ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონი იწყება. სამეფო კლუბი "ჯუზეპე მეაცაზე" ინტერს ეწვევა.

აღსანიშნავია, რომ ბლანკოსი მნიშვნელვოან მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება. კლუბს "ნერაძურისთან" შეხვედრაში ერთბაშად 5 მოთამაშე დააკლდება.

ტონი კროოსი: გერმანელი კვლავ საზარდულის ტრავმას ებრძვის და დაბრუნებას ვერ ახერხებს. ის ინდივიდუალურად ვარჯიშობს, თუმცა მისი "ინტერთან" გამოჩენა გამორიცხულია.

გარეთ ბეილი: უელსელმა შემტევმა ვარჯიშზე ბარძაყის ტრავმა მიიღო და უდიდესი ალბათობით, მინიმუმ 1 თვე გაუცდება.

ფერლან მენდი: მარცხენა მცველი დაბრუნებას "სელტასთან" მატჩში ვარაუდობდა, თუმცა მან ვარჯიშზე მცირე დისკომფორტი იგრძნო, რის გამოც მოედანზე "ინტერთან" მატჩშიც ვერ ვიხილავთ.

მარსელო: ბრაზილიელი მარჯვენა ფეხში დისკომფორტს გრძნობს. სამშაბათს ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გაირკვევა, აქვს თუ არა მას დაზიანება.

დანი სებალიოსი: ესპანელმა კოჭის ტრავმა ზაფხულში მიიღო და დაბრუნებას უახლოვდება. ის ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

1 კვირის წინ
514 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კროოსი, მარსელო, ბეილი, კარვახალი, სებალიოსი, მენდი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ