lider-bet.com

ასენსიოს გადარჩენილი ესპანეთი და 3 სიახლე, რომელიც შესაძლოა გამოგრჩათ

ასენსიოს გადარჩენილი ესპანეთი და 3 სიახლე, რომელიც შესაძლოა გამოგრჩათ

როგორც მოგეხსენებათ, ტოკიოს ოლიმპიადა უკვე გახურდა. გუშინ კი ესპანეთმა მორიგი შეხვედრა ჩაატარა ავსტრალიასთან. მარკო ასენსიო კი სათადარიგოდან ჩაერთო თამაშში და ოიარზაბალს სწორედ მისი ასისტით გაატანინა.

ლუნინისა და მარსელოს შეფასება

"რეალმა" თავისი პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა "რეინჯერსთან". ყველასდა გასაკვირად მადრიდელებმა თამაში დათმეს.

მიუხედავად წაგებული მატჩისა, საუცხოო შთაბეჭდილება მოახდინა ლუნიმა, რომელმაც დიდებული სეივები შემოგვთავაზა, ხოლო მარსელომ პირიქით. როგორც ჩანს, ბრაზილიელი კვლავ არაა ფორმაში.

კუბო დომინაციას განაგრძობს

იაპონიამ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და აღნიშნულ შეხვედრაში კვლავ გაიტანა კუბომ. მეექვსე წუთზე ულამაზესი დარტყმით აიღო მექსიკელების კარი. საბოლოო შედეგი 2:1.

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩშიც გაიტანა ტაკეფასამ, სადაც იაპონიამ 1:0 მოიგო.

კუნდეს "რეალში" თამაში სურს

ჟიულ კუნდემ გასულ კვირას მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჟღერა. ფრანგმა "ტოტენჰემის" შემოთავაზება დაბლოკა და მკაფიოდ აღნიშნა, რომ მას "რეალში" თამაში სურს.

 

 

2 თვის წინ
441 / 0
Cristiano Ronaldo
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კროოსი, მარსელო, ბეილი, კარვახალი, სებალიოსი, მენდი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ